Friday, April 8, 2011
ფლორა და ფაუნა
ევროპის არცერთი ქვეყანა ხასიათდება მცირე ტერიტორიაზე ბუნებრივი პირობების ისეთი მრავალფეროვნებით, როგორც საქართველო და, რაც მთავარია, ბუნებრივი ლანდშაფტების დიდი ნაწილი საქართველოში პირველქმნილი სახით არის შემორჩენილი.
1995 წ. გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) დახმარებით საქართველოში დაარსდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელიც 2001 წ. 11 აპრილს ოფიციალურად გაიხსნა. იგი გამოირჩევა ბიოლოგიური მრავალფეროვნებითა და ორიგინალურობით (დაცულია ცხოველთა და მცენარეთა სამყარო).
ნაკრძალს იცავენ რეინჯერები. აბასთუმნის ტერიტორიაზე 6 რეინჯერია. დღეს-დღეობით უკანონო ხის ჭრა არ მიმდინარეობს. ხის ჭრა ნებადართულია მხოლოდ სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე.
კურორტ აბასთუმანთან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის უკიდურესი დასავლეთი საგუშაგოა. აბასთუმანთან ნაკრძალი 12 ჰ. ტყე და 1500 ჰ. ალპური მდელოებია, ხოლო სატყეო მეურნეობას 445 ჰ. ეკუთვნის (ტყე და ალპური მდელოები).
დაბა აბასთუმანში, მდ. ოცხეს ხეობის სამხრეთ ტერიტორიებზე ფიჭვთან ერთად ქართული მუხაც იზრდება, ჩრდილოეთისაკენ მიქცეულ ფერდობებზე კი ფიჭვნარ-ნაძვნარი და რცხელნარი კორომებია. აგრეთვე გვხვდება იფანი, მტირალა არყი, უხრავი, ვერხვი და სხვ. (1000-1100 მ.). 1200 მ.-დან გავრცელებულია მხოლოდ წიწვოვანი ტყეები — ნაძვნარი, ფიჭვნარი და სოჭნარი.
აბასთუმნის მიდამოებში იზრდება ნაძვი, რომლისგანაც მუსიკალურ საკრავებს ამზადებენ.
1500 მ.-ის ზემოთ გავრცელებულია სუბალპური მდელოები, სადაც გვხვდება ღვია, ბოკვის კორომები და სხვ.
დაბა აბასთუმნის ტყეების ზონა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ცხოველთა სამყაროს განვითარებისათვის. აქ ბინადრობს: მტაცებელ ცხოველთა წარმომადგენელი მურა დათვი; კვერნისებრთაგან — დედოფალა; ძაღლისებრთა ოჯახს წარმოადგენენ მელა და მგელი; ჩლიქოსნებს — ირემი და არჩვი, ფრინველებს კი — კავკასიური როჭო, მთის არწივი, კოდალა და სხვ.
დაბა აბასთუმნის ტერიტორიაზე გავრცელებულ მცენარეთა (მაგ. უხრავი) და ცხოველთა (მაგ. კავკასიური როჭო, არჩვი) სახეობები საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი.
http://books.google.com/books?id=zY4http://books.google.com/books?id=zY4ZfTWXPYoC&lpg=PP1&pg=PP1#v=onepage&q&f=falseZfTWXPYoC&lpg=PP1&pg=PP1#v=onepage&q&f=false
ფაუნა
ფაუნა (ლათ. fauna - ტყეებისა და ველების ქალღმერთი; ცხოველთა ჯოგების მფარველი) — ცხოველთა სახეობების ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთობლიობა ამა თუ იმ ტერიტორიაზე. წარმოშობის მხრივ, ფაუნა ერთიან და ერთგვაროვან სისტემას არ წარმოადგენს.
ისტროიული განვითარების პროცესში იგი ყალიბდება სხვადასხვა წარმოშობის ცხოველთა ჯგუფებისაგან - ფაუნისტური კომპლექსებისაგან. თითოეულ ფაუნაში არჩევენ ე.წ. აბორიგენბს ანუ ცხოველებს, რომლებიც განვითარდნენ ადგილზე, და იმიგრანტებს, რომლებიც მოცემულ ტერიტორიაზე სხვა ადგილებიდან გადმოსახლდნენ.
ფაუნისტური კომპლექსების წარმოშობის დადგენა რთული ამოცანაა, ხშირად შეუძლებელიც. განარჩევენ ტუნდრის, ტაიგის, ნემორალურ, ტყის, ველის, ნახევრად უდაბნოს, უდაბნოს, პანთროპულ და სხვა ფაუნისტურ კომპლექსებს. ამა თუ იმ ფაუნის შემცველი კომპლექსების რაოდენობა სხვადასხვაა. მაგ.: ველის ზონის ფაუნას ქმნიან საკუთრივ ველის, კოსმოპოლიტურ სახეობათა სხვა ფაუნებში გაბატონებული კომპლექსების წარმომადგენლები.
უსურიის მხარის ფრინველების ფაუნაში შესაძლოა გაირჩეს აღმოსავლეთ ციმბირის ტაიგის, შორეული აღმოსავლეთის ფართოფოთლოვან ტყეებთან დაკავშირებულ სახეობათა, სამხრეთ ჩინეთის, ინდომალაიური, ზღვის სანაპირო ფორმების კომპლექსები. ამას გარდა აქ ბინადრობენ რელიქტური მესამეული სახეობები და გამყინვარების დროის რელიქტები.
ტერმინი ფაუნა იხმარება ასევე ცხოველთა ცალკეული სისტემატიკური ჯგუფების მიმართ (მაგ.; ორნითოფაუნა - ფრინველთა ფაუნა; ენტომოფაუნა - მწერების ფაუნა და ა.შ.), ან კიდევ დედამიწის ისტორიის ამა თუ იმ პერიოდის ცხოველთა სამყაროს აღსანიშნავად. ლაპარაკობენ აგრეთვე ნიადაგის, სარეწაო ცხოველთა ფაუნის სხვ. შესახებაც. ფაუნის შემადგენლობის, ისტორიული განვითარებისა და ჩამოყალიბების შესწავლა ზოოგეოგრაფიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა.

Subscribe to:
Posts (Atom)